ელიგა სიონის გამარჯვებით განახლდა

ელიგის 22-ე ტურში ბოლნისელებმა საკუთარ არენაზე იმარჯვეს

ერთთვიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა. 22-ე ტურის პირველი შეხვედრა ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე შედგა. ადგილობრივმა სიონმა, გამოკვეთილ აუტსაიდერ თბილისის ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და 1:0 მოიგო.

მასპინძლებმა, თამაში პირველ ნომრად დაიწყეს, ბურთს თავიდანვე დაეუფლნენ და სახიფათო ეპიზოდებიც შექმნეს. სიონის რიგებიდან კახა კახაბრიშვილი გამოირჩეოდა, რომელსაც რამდენიმე შანსი მიეცა, თუმცა სამიზნე ვერ გაისწორა.

ბოლნისელთა ორგანიზებულ შეტევებს თბილისელები მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ზურაბ მუსელიანი მეკარის წინაც დარჩა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო.

მაღალი ტემპერატურის ფონზე ჩატარებული პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრიდან სიონმა მოუმატა და საწყისი 15 წუთი ვეტერინარებს ბურთი დაუმალა. აქტიურმა იერიშებმა მალე შედეგი გამოიღო და 57-ე წუთზე, კუთხურიდან რატი ცაცკრიალაშვილის ჩაწოდებას გამოცდილმა დიმიტრი ტატანაშვილმა თავური დარტყმით უპასუხა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

გოლის მერე, მასპინძლებმა ბურთი მეტოქეს დაუთმეს. ვიტ ჯორჯიამ შეტევაში გადაინაცვლა და წონასწორობის აღდგენის შანსიც მიიღო. მიუხედავად ბოლო წუთებში სტუმართა რამდენიმე მცდელობისა, ანგარიში აღარ შეცვლილა და სიონმა 3 ქულა ჩაიწერა.

22-ე ტურის შემდეგ, ბოლნისელებს 24 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებენ, რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას თბილისელები 15 ქულით ბოლო ადგილზე რჩებიან.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.