ბრონქსელი კრაზანა

სელტიქსის არმია ელოდება სეზონის დაწყებას, როდესაც პატარა ბრონქსელი კრაზანა დაიწყებს მწვანე გუნდის ღირსებისთვის ბრძოლას.

ბრონქსიდან წამოვიდა ახალგაზრდა, რომელმაც თქვა - მე გავხდები კარგი კალათბურთელი. ბრონქსელმა ბიჭმა გაიარა ვიწრო ბილიკი, გაუძლო დამცირებას, გაუძლო მძიმე ტვირთს და დღეს, ის ბოსტონ სელტიქსის ვარსკვლავია. დღეს, ის NBA-ს ყველაზე ტიტულოვანი ორგანიზაციის იმედია. ბრონქსელს ელოდებიან და ის აუცილებლად იტყვის სათქმელს.

ბოსტონში კემბა უოკერი მივიდა.

კონეკტიკატის კოლეჯში კემბას აკლდა ზიზღი. ის ზედმეტად დამთმობი, მორიდებული იყო. და ერთმა შეხვედრამ შეცვალა უოკერის დამოკიდებულება. ყველას, ყველაფრის მიმართ. რიგითი თამაშის დროს, როდესაც კემბას ფეხი მოუსრიალდა, ბურთი გვერდით ხაზს იქით გადავიდა და მსაჯმა თამაში გააჩერა. მოწინააღმდეგის ერთ-ერთი წევრი კემბასთან მივიდა, დაიხარა და როდესაც ბრონქსელს ეგონა, რომ მას ფეხზე წამოდგომაში დაეხმარებიან, ის ტიპი წამოდგა, თავზე გადააბიჯა და სათადარიგოთა სკამთან მივიდა.

იმ მატჩით, იმ ეპიზოდით კემბამ დაკარგა პატივისცემა. თამაშის დროს ის მხოლოდ მოწინააღმდეგეს ხედავს. და ის ბოლომდე მიდის. თავისი გუნდისთვის. თავისი ოჯახისთვის. ბრონქსისთვის, სადაც პატივისცემას ყველგან გრძნობ. პატივისცემას და შიშს.

დღეს კემბა ბოსტონშია. იქ მან კაირი ირვინგი უნდა შეცვალოს.

მე თუ მკითხავთ, კემბა დღეს კაირიზე კარგია.

და სელტიქსის არმია ელოდება სეზონის დაწყებას, როდესაც პატარა ბრონქსელი კრაზანა დაიწყებს მწვანე გუნდის ღირსებისთვის ბრძოლას.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.