ზივზივაძემ დებიუტი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

ქართველმა ფორვარდმა უნგრეთში გოლით დაიწყო (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, ბუდუ ზივზივაძის მეზოგოვესდმა ზალაეგესგის უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაიტანა. ჩვენებურმა თავი მე-20 წუთზე გამოიჩინა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

 

ზივზივაძე მეზოგოვესდში რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისის ტორპედოდან გადავიდა. რაც შეეხება მის გუნდს, მეზოგოვესდი უნგრეთის ჩემპიონატში 3 ქულით მეორე ადგილზეა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.