მსაჯმა მოიტყუა: VAR გამოიგონა

ბოლივიის ჩემპიონატი რატომ უნდა გაგახსენდეს ადამიანს, მაგრამ გუშინ ასეთი შემთხვევა მოხდა:

ოლვეის რედი ბოლივარს მასპინძლობდა და მსაჯმა რაულ ოროსკომ ბოლო წუთზე სტუმართა კარში პენალტი დანიშნა. ესეც დიდი ამბავიო, იტყვით, მაგრამ საქმე ისაა, რომ მსაჯმა განაცხადა - ვიდეოგამეორების (VAR) ნახვით მივიღე ეს გადაწყვეტილებაო. ოღონდ, ბოლივიის ჩემპიონატში ვიდეოგამეორებას არ იყენებენ...

 

აი, აიღო ასე, გაუხარდა და დანიშნა. ოლვეის რედმა ეს პენალტი გააფუჭა და 0:1 წააგო.