ზიდანმა მორიგი ტრანსფერი ჩაიფიქრა

ზიზუს მენდეშის იმედი აქვს. სამეფო გუნდის კონკურენტები მანჩესტერი და ტოტენჰემი არიან

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალმა ამ ზაფხულს არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხა, ბლანკოსი გაჩერებას არ აპირებს. ბოლო ინფორმაციით, სამეფო გუნდის ახალი სამიზნე სპორტინგის ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეშია. ცნობილია, რომ 24 წლის შუახაზელით პირადად ზინედინ ზიდანია დაინტერესებული.

 

აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს ჟორჟე მენდეშის იმედი აქვთ, რომელიც რეალს რამდენიმე ტრანსფერში უკვე დაეხმარა. გეტყვით იმასაც, რომ სწორედ მენდეშია ფერნანდეშის აგენტი.

 

სათქმელია, რომ სპორტინგის ლიდერის გადაბირება რეალისთვის რთული ამბავი იქნება. სამეფო გუნდის გარდა, პორტუგალიელით მანჩესტერი და ტოტენჰემიც ინტერესდებიან. ცნობისთვის, ლისაბონელები მას 70 მილიონ ევროდ აფასებენ.

 

ფერნანდეში სპორტინგში 2017 წლის ზაფხულში სამპდორიადან გადავიდა. წინა სეზონში ფეხბურთელმა 52 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება რეალის სატრანსფერო ამბებს, ესპანურმა გრანდმა ედენ აზარი და ლუკა იოვიჩი დაიმატა, გარდა ამისა ზიდანის გუნდს კრისტიან ერიკსენიც შეძენაც აქვს მოწადინებული.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.