ხუანფრანმა ატლეტიკო დატოვა

ესპანელის ახალი გუნდი ცნობილია

მადრიდის ატლეტიკოს აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხუანფრანი, კარიერას სან პაულოში გააგრძელებს. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური საიტი იუწყება. 34 წლის მცველმა ბრაზილიელებთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა. შეგახსენებთ, რომ სან პაულომ რამდენიმე დღის წინ დანი ალვეშიც დაიმატა.

 

ხუანფრანმა კარიერა მადრიდის რეალში დაიწყო, შემდეგ იყო ოსასუნა და 2011 წლიდან ატლეტიკოს ღირსებას იცავდა. წლების განმავლობაში იგი გუნდის ლიდერი იყო და ლა ლიგის ერთერთ საუკეთესო მარჯვენა მცველადაც ითვლებოდა. წინა სეზონში ესპანელმა 30 მატჩი ჩაატარა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.