სიმეონე: რეალს საკუთარი სტილი არ აქვს

ატლეტიკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მადრიდის რეალს საკუთარი სათამაშო სტილი არ აქვს.  

„როცა კლუბში მუშაობას იწყებ, ყველაზე მთავარი სწორედ კლუბის ისტორიის შესწავლაა. თუ ამას არ გააკეთებ, გაგიჭირდება. გუნდის სახეს თუ არ ვიცნობ, ვერ გავწვრთნი. ფორმირება შესაძლებელია, მაგრამ სახე არ უნდა შეუცვალო. აიაქსს აქვს თავისი ხედვა და დიდებული სკოლა. ბარსელონას აქვს სტილი და იუვენტუსსაც, ასევე, ატლეტიკოსაც. აი, რეალს კი სტილი არ აქვს. მათი სტილი ფეხბურთელებიდან გამომდინარე იცვლება.

 

...არიან გუნდები, რომლებსაც დიდი ისტორია არ გააჩნიათ. მაგალითად, პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი. თუმცა გვარდიოლამ თამაშის სტილი უკვე დანერგა. ახლა ასე ჩანს. მაგრამ  ვიტყვით კი 10 წლის შემდეგ, რომ მანჩესტერ სიტის თავისი სათამაშო სტილი აქვს?  ვნახოთ“ - უთხრა სიმეონემ La Nacion-ს.