California Love

პირველად, NBA-ს ისტორიაში, ჩვენ გვექნება რეგულარული, სადაც ჩემპიონობისთვის ნახევარი დასავლეთი შეასკდება ერთმანეთს. 

პირველად, NBA-ს ისტორიაში, ლეიკერსი და კლიპერსი რეგულარულს ჩემპიონობისთვის ბრძოლის თანაბარი შანსებით ხვდებიან.

პირველად, NBA-ს ისტორიაში, ლეიკერსს და კლიპერსს ლიგის ორი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს. მესამე, კევინ დიურანტი დალეწილია და მეოთხე გოლდენ სტეიტში დარჩა.

პირველად, NBA-ს ისტორიაში, კალიფორნია არა მხოლოდ ლეიკერსთან, არამედ ლოს ანჯელესის კიდევ ერთ გუნდთან იქნება ასოცირებული. კრის უებერის საკრამენტომ ვერ გაქაჩა და ლეიკერსის მანქანას სტარტზე ახალი კონკურენტი დაუდგება.

და, მალე რბოლა დაიწყება.

რომელშიც ორივე მემანქანეს აქვს მოგების შანსი. აბსოლუტურად თანაბარი შანსი. ორივე მემანქანე ჩემპიონია. ერთი იგებდა კლივლენდში და მაიამიში. მეორეს ჩემპიონობა სან ანტონიოში ასწავლეს და ბიჭმა ეს დაიმახსოვრა.

პირველად, NBA-ს ისტორიაში, ლებრონი არ არის თავისი გუნდის ულაპარაკოდ საუკეთესო მოთამაშე. იქ, ლეიკერსში, ჯანმრთელი და მოტივირებული ენტონი დევისია.

და, პირველად, NBA-ს ისტორიაში, ჩვენ გვექნება რეგულარული, სადაც ჩემპიონობისთვის ნახევარი დასავლეთი შეასკდება ერთმანეთს. ამ გარჩევაში ბევრი დაიყრება და სისხლისღვრა არ დასრულდება. სანამ, ფეხზე მხოლოდ ერთი, ნამდვილი მეფე, რეალური ჩემპიონი არ დარჩება.

მოემზადეთ, კალიფორნია იწყებს. და რა ცუდია, რომ ამ ამბავს, თუპაქი ვერ შეესწრო. დრესთან ერთად ხომ აუცილებლად დაიწერებოდა ახალი California Love.

ვიქოქებით.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.