ფაბრეგასზე მოთხოვნა გაიზარდა

ცესკს ახალი ვარიანტი აქვს. არისტოკრატთა შუახაზელმა კარიერა შესაძლოა სამშობლოში გააგრძელოს. 

ბრიტანული მედიის ცნობით იანვარის სატრანსფერო ფანჯრისას, ცესკ ფაბრეგასი შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს. როგორც ESPN-ი იუწყება, ესპანელის დამატება ველანსიას მესვეურებს სურთ. ღამურების უფროსობას ნახევარდაცვის გაძლიერება უნდა და ცესკსაც ამიტომ დაადგეს თვალი.

 

მოგეხსენებათ ესპანელ ფეხბურთელს ჩელსისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ბრიტანელები მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ. გარდა ამისა მას მერე, რაც გუნდში ჟორჟინიო მივიდა, მე-4 ნომერს საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 წლის ნახევარმცველმა მხოლოდ 48 წუთი ითამაშა.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფაბრეგასის გადაბირება მილანსაც სურს. ცესკი როსონერის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.