იწყება და ცოტაც დაგვესვენაო

ძაან დარბიან და თვალი და გული სწრაფად მიაქვს

ამ კვირის ბოლოს იწყება პრემიერლიგა, პირველი სახმაურო და ჟინში შემყვანი თამაში ზედდართული პენალტებით უკვე გაიმართა უემბლიზე: საზოგადოებრივი, ანდა სათემო ფარი გათამაშდა სიტისა და ლივერპულს შორის და სიტიმ პენალტებით  მოიგო. 

სეზონის პირველი თამაშის პირობაზე კაი მაგარი ხათქა-ხუთქი გამოვიდა. მაგარი გუნდებია, რას იტყვი. გვარდიოლა კი დაქროდა თეთრ მაისურაში და კიდე მომეტებულად მოთეთრებული წვერით. კლოპიც წვერით. 

საერთოდ, პრემიერლიგას მაგარი დასწყისი აქვს ხოლმე, ძაან დარბიან და თვალი და გული  სწრაფად მიაქვს. აი, მაგარია, თუ თამაშების განრიგში ასე მოხდება, რომ შაბათ საღამოს თამაშზე ბილეთი გექნება, შუადღის თამაშს კი ტელევიზორში უყურებ. ანდა, სულაც რადიოში უსმენ საფერხურთო გადაძახილს, ანდა ტელევიზორშივე, სადაც შენ გოლებს ვერ ხედავ, მაგრამ გადამდგარი ვარსკვლავები ეკრანებს ჩასცქერიან და მორიგეობთ აღწერენ შენთვის ღამის გადაცემამდე დამალულ ეკრანზე მიმდინარე ამბებს. საღამოს კი, სტადიონიდან რომ მოაღწევ, დღის მატჩის გადაცემას წამოუწვები და ორი ლიგის ყველა გოლზე  მიგეძინება ტკბილად.
 

 

ცხრილის ასეთი კომპლექტი იშვიათად აეწყობა, მაგრამ ესაა პრემიერლიგის მაყურებლის ცხოვრება. ცალკე მუღამი მანქანის რადიოში პირდაპირის სმენაა,  საცობში, ან ისე, უსაცობოდ. რადიოს პირდაპირის წამყვანი ხომ სხვა კაცია, ყვირის. თითქმის ყველაფერზე. ისე გრთავს თამაშში  და ისე გძაბავს, რომ მერე, როცა მიმოხილვაში ნახავ იმ მატჩის ნაწყვეტებს, ცოტა გაგიკვრიდება, ამდენი ნერვიულობას რომ ვერავის შეატყობ.


მოკელდ, ეგაა პრემიერლიგის პირველი დღე და პრემირლიგის ყურებაც ეგაა, რომ შაბათ-კვირას ფეხბურთებს შორის რაიმე სასიამოვნო გამოიგონო და დანარჩენი თავისით  მოდის. კვირას, უკვე გაზეთებიც საინტერესოა დიდი პრემიერლიგური ჩანართებით და თუ სხვა რამე გეზარება, ბიბისის რაღაც ლაივების კითხვაც, წინა დღეს რომ მთლად ვერ მიაქციე ყურადღება.

საერთოდ კიდევ, პრემირლიგამ ეგ იცის, რომ ძალიან ბევრია ხოლმე და რის ყურებასაც მანამდე იყავი გაჩვეული, დიდად ვეღარ უყურებ - დრო არ გრჩება. ათი-თხუთმეტი წლის წინათ, ინგლისურ გაზეთებში ბევრი არაფერი ეწერა კონტინენტურ ფეხბურთზე. ახლა სხვნაირადაა. ათი-თხუთემტი წლის წინათ, თავი რომ მოგეკლა, რეალ-ბარსას ყურებას ვერ მოახერხებდი. ისეთი დროც იყო,  ევროტურნირების მატჩების პოვნაც ძალიან ჭირდა ტელე-ეკრანზე.  ახლა ასე აღარ არის. ოდესღაც ესპანეთის მიმოხილვა ერთი შეუმჩნეველი, ლამის დამალული გადაცემა იყო, ახლა კი...

მოკლედ, ეს ყველაფერი კარგახანია არის, მაგრამ ეს პრემეირლიგა მაინც იმდენია, რომ სხვას მაინც ბევრს ვერაფერს უყურებ.  

კლოპმა კიდევ დაიჩივლა, ამასწინათ ანჩელოტი შემხვდაო, ჩვენი ფეხბურთელბი აფრიკის თასზე მონაწილეობდნენ და რა გამოდისო, იმისი კიდევ. ერთ თვეს ისევენებს და ჩემი კიდევ უკვე თამაშობსო.

საერთოდ, საქმე ისეა, რომ პრემიერლიგის ფეხბურთელების დაღლაზე და მათი ჯანმრთელობის ხიფათზე უკვე ბევრს ფიქრობენ და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში წლეულს პირველად სათებერვლო  შესვენება დაიგეგმა.

პრემირლიგა ფეხბურთელებზე  არ ზურნავსო, ხშირად გაისმის მედიაში, მხოლოდ თავისას ჯავრობსო. მეორე მიდგომა კი ისაა, რომ განრიგი სხვანაირად არ გამოდის და რომ ფეხბურთელების იმხელა ხელფასები და ისეთი განსაკუთრებული პროფესია აქვთ, რომ იქ დატვირთვაც იგულსხმებაო.

ასეა თუ ისე, როგორც ერთ ძველ გაზეთში დაახლოებით  ეწერა: რესპუბლიკური პირველობა ფეხბურთში მაინც ჩატარდება! 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.