გვარდიოლა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა

პეპის ცუდი მხარე

ინგლისის სუპერთასზე მანჩესტერ სიტი ლივერპულს შეხვდა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება ქალაქელებს დარჩათ.

 

ამ მატჩში პეპ გვარდიოლამ ყვითელი ბარათი მიიღო. იგი მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რეფერიმაც ესპანელი ყვითლით „დაასაჩუქრა“. აღსანიშნავია, რომ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა მსაჯმა მთავარი მწვრთნელი გააფრთხილა.

 

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა გუნდის გაძლიერებას აპირებს. ქალაქელთა დამრიგებელს ისკო ალარკონის და ნათან აკეს დამატება სურს.