არარატი-საბურთალოს ნაცნობი შვეიცარიელი განსჯის 

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ალან ბიერი იმსაჯებს 

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ერევნის არარატ-არმენიას დაუპირისპირდება.


წყვილის პირველი შეხვედრა სომხეთის დედაქალაქში, 6 აგვისტოს გაიმართება. მატჩის მთავარი არბიტრი შვეიცარიელი ალან ბიერი იქნება. 40 წლის რეფერი ქართველი გულშემატკივრისთვის ნაცნობია. მან წინა სეზონში, ამავე ტურნირის ამავე ეტაპზე კუკესისა და ქუთაისის ტორპედოს მატჩი განსაჯა. შვეიცარიელმა 0:2 წაგებულ მატჩში საქართველოს ექს-ჩემპიონს 2 გოლი არ ჩაუთვალა და მათ კარში ორი 11-მეტრიანი დარტყმა დანიშნა. 


ბიერის ქართულ ფეხბურთთან შეხება მანამდეც ჰქონია. 2013 წელს მან შოტალნდიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა (1:1) იმსაჯა, 2 წლის თავზე კი 19-წლამდელთა ეროვნული გუნდის ავსტრიელებთან უგოლოდ დასრულებულ მატჩს უხელმძღვანელა. 


ცოტა ხნის წინ, საბურთალოს სავარაუდო მეტოქეც გაირკვა. იმ შემთხვევაში, თუ თბილისელები მეზობლების ბარიერს დაძლეევნ ლუქსემბურგულ დუდელანჟსა და ესტონურ კალიუს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. 

 

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ერევნის არარატ-არმენიას დაუპირისპირდება.


წყვილის პირველი შეხვედრა სომხეთის დედაქალაქში, 6 აგვისტოს გაიმართება. მატჩის მთავარი არბიტრი შვეიცარიელი ალან ბიერი იქნება. 40 წლის რეფერი ქართველი გულშემატკივრისთვის ნაცნობია. მან წინა სეზონში, ამავე ტურნირის ამავე ეტაპზე კუკესისა და ქუთაისის ტორპედოს მატჩი განსაჯა. შვეიცარიელმა 0:2 წაგებულ მატჩში საქართველოს ექს-ჩემპიონს 2 გოლი არ ჩაუთვალა და მათ კარში ორი 11-მეტრიანი დარტყმა დანიშნა. 


ბიერის ქართულ ფეხბურთთან შეხება მანამდეც ჰქონია. 2013 წელს მან შოტალნდიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა (1:1) იმსაჯა, 2 წლის თავზე კი 19-წლამდელთა ეროვნული გუნდის ავსტრიელებთან უგოლოდ დასრულებულ მატჩს უხელმძღვანელა. 


ცოტა ხნის წინ, საბურთალოს სავარაუდო მეტოქეც გაირკვა. იმ შემთხვევაში, თუ თბილისელები მეზობლების ბარიერის დაძლეევნ ლუქსემბურგულ დუდელანჟსა და ესტონურ კალიუს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.