ერთხელ ამერიკაში: ჰეი, კონგრესო, აღკვეთე იარაღით ძალადობა! (+video)

ამერიკულ MLS–ში ფილადელფია უნიონის კაპიტანმა ალეხანდრო ბედოიამ დი სი იუნაიტედს გოლი გაუტანა და უცნაურად აღნიშნა.

მიირბინა ბანერთან ახლოს, მიკროფონი აიღო და დაიყვირა:

 

„ჰეი, კონგრესო, ახლავე გააკეთე რამე. აღკვეთე იარაღით ძალადობა!“.

 

აშშ–ში ერთი დღის განმავლობაში სამჯერ ატყდა მასიური სროლა. ჯერ იყო, ტეხასის შტატში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას 20 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. მერე ოჰაიოს შტატში ქუჩური ჩხუბის დროს გამოიყენეს იარაღები, 9 კაცი დაიღუპა და 26 დაიჭრა. მესამე შემთხვევა კი ჩიკაგოში მოხდა: 7 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

 

ბედოია 32 წლისაა. აშშ–ის ნაკრებში 66 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. გლაზგო რეინჯერსსა და ნანტშიც თამაშობდა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.