ფეიენოორდი-დინამო: კარგად დაცდილი მსაჯი 

უკრაინელი არბიტრი, რომელმაც საქართველოს ნაკრების შეხვედრას უმსაჯა 

8 აგვისტოს, როტერდამში, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა შედგება, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი ფეიენოორდი და თბილისის დინამო დაუპირისპირდებიან. 


მატჩის მთავარი არბიტრი უკრაინელი სერგიი ბოიკო იქნება. 42 წლის მსაჯს საქართველოსთან კავშირი აქვს. მან 2015 წელს ეროვნული გუნდის გიბრალტართან დაპირისპირება განსაჯა - ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა 4 უპასუხო გოლით მოიგო.


ისე, საინტერესო დამთხვევაა, რომ ერევნის არარატის მთავარი მწვრთნელიც იგივე სახელსა და გვარს ატარებს, ოღონდ რუსეთის მოქალაქეა. იმ არარატს არ ვგულისხმობთ, საბურთალოს რომ უნდა შეხვდეს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.