ჰაკიმის დროს...

წინა პლანზე ამოვიდა ოლაჯუონი, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით დააჩოქა დევიდ რობინსონი, პატრიკ იუინგი და ახალგაზრდა შაკი. 

ჰაკიმ ოლაჯუონი ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული, ლამაზი ცენტრია.

ჰაკიმ ოლაჯუონის კალათბურთში იყო კლასი, მრავალფეროვნება და ეს ცენტრი სხვა მაგარ ცენტრებს კლავდა. როკეტსმა ორჯერ მოხსნა ჯეკპოტი. 1994 და 1995 წლებში. იმ პერიოდში მაიკლ ჯორდანი ისვენებდა და ლიგას ახალი ლიდერი, ბელადი, მისაბაძი მაგალითი სჭირდებოდა.

და წინა პლანზე ამოვიდა ოლაჯუონი, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით დააჩოქა დევიდ რობინსონი, პატრიკ იუინგი და ახალგაზრდა შაკი. არა ასეთი თანმიმდევრობით, მაგრამ ეს ხომ უმნიშვნელოა. მთავარია, რომ დააჩოქა.

საოცარი იყო ოლაჯუონის მოძრაობები სამწამიანში, სადაც ჰაკიმი ცეკვავდა და სხვები არასაკმარისად მოქნილები იყვნენ, რომ ამ ცეკვაში აყოლოდნენ.

ოლაჯუონმა კალათბურთში მეტი დავარცხნილი, მოწესრიგებული აგრესია შეიტანა და ახალი სტილი დაამკვიდრა.

ჰაკიმი ერთადერთია კალათბურთის ისტორიაში, რომელსაც ორი აღიარებული ოთხმაგი დუბლი აქვს გაკეთებული.

ფანტასტიკა.

ჰიუსტონი ყოველთვის ჰაკიმის გუნდი იქნება. რაღაცეები ხომ არ იცვლება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.