აი, დახვედრა! სან–პაულუ ქუხდა (+video)

სან–პაულუს ფანები დიდი ხმაურით დახვდნენ დანი ალვეშს. კლუბის დროშები, სიმღერები, პიროტექნიკა...

ვის არ გაუხარდება მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის შეძენა? დანი ალვეშს პროფესიულ დონეზე 40 ტიტული აქვს!

 

როგორც იცით, 36 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი სამშობლოში დაბრუნდა და სან–პაულუში 10 ნომრით ითამაშებს.   

 

დანი ალვეში 2002 წელს ბრაზილიური ბაიადან გადავიდა სევილიაში და 17–წლიანი შესვენების მერე დაბრუნდა სამშობლოში. ალვეშმა კარიერის საუკეთესო წლები ბარსელონაში გაატარა.