ჩეხეთი–საქართველო: 19–წლამდელების შემადგენლობა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (2001 წელს დაბადებულები, ან უმცროსები) 6 და 8 აგვისტოს გასვლაზე ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ჩეხეთის ნაკრებთან. გუნდი უკვე ჩავიდა ქალაქ ოსტრავაში.

19–წლამდელთა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეხვედრებისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია:

 

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

 

მცველები: ლაშა აწყურელი (დინამო თბ), სანდრო მელიქიშვილი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), დავით სამსონია (დინამო ბთ), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო);

 

ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ლომინაძე (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), გივი მუკბანიანი (ტორპედო), თორნიკე ასკურავა (საბურთალო);  

 

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლადო ჩიხრაძე (ატლეტიკო, ესპანეთი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი);

 

ქართველ 19–წლამდელებს შემოდგომაზე, 9–12–15 ოქტომბერს უნგრეთში ელით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. მეტოქეები: ხორვატია, უნგრეთი, ყაზახეთი. ორი გუნდი გავა ელიტ–რაუნდში.   




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.