ქვილითაიამ ვარჯიში განაახლა

ბელგიიდან კარგი ამბებია

საქართველოს ნაკრების და ბელგიური გენტის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ფეხბურთელმა Leadersport.ge-სთან საუბრისას თქვა.

 

„მხრის ტრავმა მაწუხებდა, რის გამოც ბოლო ორი სანაკრებო შეხვედრა გამოვტოვე. შემდეგ ბელგიაში დავბრუნდი და მყესი დამეჭიმა. ახლა 100%-ით გამოვჯანმრთელდი და რამდენიმე დღეა, რაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვემზადები.“ - თქვა ქართველმა ფორვარდმა.