ძვირფასი უკანახაზელები

ამ ზაფხულის ხუთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი

გუშინ, 5 აგვისტოს, მანჩესტერ იუნაიტედმა, ლესტერისა და ინგლისის ნაკრების მცველი, გარი მაგუაირი 87 მილიონ ევროდ იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აწ უკვე ექს-ლესტერელი, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

ახლა კი, ის ფეხბურთელები გავიხსენოთ, რომლებიც ამ ზაფხულს ყველაზე ძვირფასი უკანახაზელები გახდნენ.

 

კოსტას მანოლასი, 36 მილიონი

 

ბერძენი მცველი ერთი იტალიური გუნდიდან მეორეში გადავიდა. ნაპოლიმ რომას ბერძენში 36 მილიონი ევრო გადაუხადა. კოსტასმა ნეაპოლელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

 

ფორლან მენდი, 48 მილიონი

 

რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ერთ-ერთი პირველი თხოვნა დაუკმაყოფილა, რომელსაც ბრაზილიელი მარსელოს შემცვლელად თავისი თანამემულის, მენდის ნახვა სურდა. ლიონის მარცხენა მცველი რეალს 48 მილიონი ევრო დაუჯდა.

24 წლის მენდის მხოლოდ ოთხი მატჩი ჩუტარებია საფრანგეთის ნაკრებში, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ რეალმა აგიყვანა, უკვე რამდენჯერმე ზრდის შენს სატრანსფერო ფასს.

ივლისის ბოლოს ფორლანმა ტრავმა მიიღო და ერთი თვით გამოეთიშა საწვრთნელ პროცესს.

 

 

ედერ მილიტაო, 50 მილიონი

პორტუს მცველის რეალში ტრანსფერი, რომელსაც  დაცვის ცენტრში, ასევე მრჯვენა ფლანგზეც შეუძლია გარჯა, ჯერ კიდევ ზიდანის დაბრუნებამდე იყო შეთანხმებული. მილიტაოში 50 მილიონი ევრო გადაიახდეს და ექვსწლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

საინტერესოა, რომ ედერი ევროპაში მხოლოდ ერთი წლის წინათ გადაბარგდა. პორტუმ სან პაულუს 7 მილიონი გადაუხადა. 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის ზრდა, ფანტასტიკას ფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. ამას ჰქვია სწორი მენეჯმენტი.

ბრაზილიის ნაკრებში მილიტაოს ხუთჯერ უთამაშია. ახლახან დამთავრებულ კოპა ამერიკაზე კი  სათადარიგო იყო.

 

აარონ ვან ბისაკა, 55 მილიონი

ჩანს, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ნებისმიერი თანხა გადაიხადოს, რათა ნაკლები ბურთი გაუშვას. 21 წლის ვან ბისაკა მანკუნიანელებმა კრისტალ პალასისგან 55 მილიონ ევროდ იყიდეს ხუთი წლით.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელში, რომელიც ჯერ კიდევ ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ამდენი ფულის გადახდა გაუმართლებელია. თუმცა, ვერავინ გაიგებს პრემიერლიგის შიდაბაზრის ავან-ჩავანს.

 

მატეის დე ლიხტი, 75 მილიონი

ჭაბუკი ჰოლანდიელი, რმელმაც გასულ სეზონში მისი ასაკისთვის (19 წლის) მეტად დაღვინებული ფეხბურთი აჩვენა, ევრპის თითქმის ყველა ბობოლა კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა.

ბევრი ფიქროდა, რომ ის თანამემამულე ფრენკი დე იონთან ერთად, „ბარსელონაში“ აღმოჩნდებოდა, მაგრამ „იუვენტუსმა“ მეტად იყოჩაღა და უნიჭიერესი მცველი ხუთი წლით გაიფორმა. დე ლიხტი წელიწადში ჯამაგირად 12 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ამ ასაკის ფეხბურთელისთვის, თანაც მცველისთვის, მართლაცდაუჯერებელი თანხაა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.