ყველაზე დიდი უკანალი

ჩარლზს და კარლ მელოუნს ერთი რამ აერთიანებდათ - ისინი ფინალს მაიკლ ჯორდანთან აგებდნენ.

ჩარლზ ბარკლი ჩემთვის კარლ მელოუნზე მაგარი კალათბურთელია.

ჩარლზმა კარიერა კარლზე ნაკლები ქულით და ნაკლები პერსონალური აღიარებით (მელოუნის 2 MVP ბარკლის ერთის წინაარდეგ) დაასრულა.

ჩარლზს არ ჰყოლია ჯონ სტოქტონი და ჯეფ ჰორნაჩეკი. ჩარლზი არ აგებდა ბოლო წამებზე.

ჩარლზს და კარლ მელოუნს ერთი რამ აერთიანებდათ - ისინი ფინალს მაიკლ ჯორდანთან აგებდნენ.

და ჩარლზი ჩემთვის მელოუნზე ბევრად, ბევრად დიდი კალათბურთელი იყო.

მელოუნი ბარკლის დისციპლინით, კუნთებით და თამაშიდან ზუსტი სროლებით უჯოკრავდა.

ბარკლი მელოუნზე მაგარი ლიდერი და მიმწოლი იყო.

მელოუნი ბარკლიზე დიდი ნდობით სარგებლოდა და ჩარლზს ეს ნდობა სულ ერთ ადგილზე ეკიდა.

მელოუნი იყო რკინის კაცი და ჩარლზმა ბევრი შეხვედრა რეჟიმის დარღვევის გამო გამოტოვა.

მელოუნი იყო იდეალური ათლეტი და ჩარლზს კალათბურთის ისტორიაში ყევლაზე დიდი უკანალი ჰქონდა.

ჩარლზ ბარკლი ჩემთვის კარლ მელოუნზე მაგარი კალათბურთელია.

ბევრად მაგარი. ის, უბრალოდ, უკეთ თამაშობდა კალათბურთს.