რეალმა ფეხბურთელი ლივერპულიდანაც მოინდომა

მადრიდელებმა 65 მილიონი ევრო გაამზადეს

როგორც ჩანს მადრიდის რეალი სატრანსფერო აქტიურობას კვლავ აპირებს. ესპანური მედიის ცნობით, ბლანკოსის ახალი სამიზნე ლივერპულის ნახევარმცველი ფაბინიო. ცნობილია, რომ ზიდანის გუნდი მზადაა მერსისაიდელებს 65 მილიონი ევრო გადაუხადოს.

 

ფაბინიო ლივერპულში შარშან ზაფხულს მონაკოდან გადავიდა და მასზე თავიდანვე დიდ იმედებს ამყარებდნენ. წინა სეზონში ბრაზილიელმა 42 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით კლოპის გუნდი შუახაზელს მარტივად არ შეელევა.

 

ცნობისთვის, 2012-13 წლებში ფაბინიო სწორედ რეალის საკუთრება იყო, თუმცა თითქმის მთელი სეზონი მეორე გუნდში გაატარა, რის შემდეგაც მონაკოში გადავიდა.

 

რაც შეეხება რეალის სატრანსფერო ამბებს, სამეფო გუნდმა ედენ აზარი და ლუკა იოვიჩი დაიმატა, გარდა ამისა ესპანელები კრისტიან ერიკსენის შეძენაზეც მუშაობენ.