ჰამბურგის აფრიკელ "ტალანტს" წლები ჰქონია დაკლებული...

ჰამბურგს ეგონა 18 წლის ტალანტი აიყვანა...

გერმანულ ფეხბურთში სკანდალია. ჰამბურგის შემტევი ნახევარმცველი, გამბიელი ბაკერი ჯატა თურმე არა მხოლოდ ასაკს, არამედ იმასაც იტყუებოდა, რომ პროფესიული ფეხბურთი ნათამაშები არსად ჰქონდა. ეს სიცრუე მხოლოდ 1-2 კვირას ან თვეს არ ითვლის, ფეხბურთელი ჰამბურგის რიგებში 2016 წლიდან თამაშობს.

 

ჯატა სიცრუეში ბილდმა ამხილა. გერმანულმა გაზეთმა ფეხბურთელის აგენტს ახსნა-განმარტებისთვის რამდენჯერმე მისწერა, თუმცა პასუხი არ მიუღია. საბუთებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელი არა 1998 წლის 6 ივნისსაა დაბადებული, არამედ  1995 წლის 6 ნოემბერს. გარდა ამისა, აღმოჩნდა  რომ მას ნათამაშები სენეგელაისა და ნიგერიის რამდენიმე კლუბში ჰქონდა, ასევე გამბიის 20 წლამდელთა ნაკრებშიც და თან იმ დროს, წესით 16 წლის რომ უნდა ყოფილიყო...

 

გამოდის, გერმანულმა კლუბმა, 2016 წელს, არა 18 წლის ტალანტი, არამედ 21 წლის "გამოცდილი" ფეხბურთელი აიყვანა...

 

ჯატამ მეორე ბუნდესლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 25 შეხვედრაში მიიიღო, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.