არსენალმა იუვენტუსის ფეხბურთელი დაითანხმა

ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იუვენტუსის მცველი დანიელე რუგანი კარიერას არსენალში გააგრძელებს. იტალიური პრესის ცნობით, ფეხბურთელმა მეთოფეებთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა მხოლოდ გუნდებს შორის მოლაპარაკებებიღაა დარჩენილი, რომელიც უკვე ბოლო ფაზაშია. ცნობილია, რომ ბრიტანელები იუვეს 40 მილიონ ევროს გადაუხდიან, ფეხბურთელს კი ხელფასის სახით 4 მილიონს დაუნიშნავენ.

 

25 წლის მცველი ბებერი ქალბატონის აღზრდილია. 2013-15 წლებში იგი ემპოლიში იყო განათხოვრებული, რის შემდეგაც მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. წინა სეზონში რუგანიმ 20 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება არსენალს, ლონდონელებმა რამდენიმე დღის წინ ნიკოლას პეპე გაიფორმეს. გარდა ამისა თითქმის გადაწყვეტილია, რომ ემერის გუნდი ფელიპე კოუტინიოს დაიმატებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.