ჯაბა კანკავა ლეიკემიით დაავადებულ ქალს დაეხმარა

ღირსეული კაპიტნის ღირსეული საქციელი

საქართველოს ნაკრების და ტობოლის ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ თავი ქველმოქმედებით გამოიჩინა. 33 წლის ფეხბურთელმა ლეიკემიით დაავადებული მაია ქართველიშვილის დასახმარებლად, მის შვილს თანხა გადაურიცხა. ამის შესახებ ქალბატონის ვაჟი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა კაპიტანო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებთ,“ - წერს ქართველიშვილის შვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

აღსანიშნავია, რომ მაია ქართველიშვილის დასახმარებლად მისი შვილები ტაქსის მართავენ. ისიც სათქმელია, რომ ქველმოქმედებაში საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.