დიდების პატარა დარბაზი

კლიპერსის დიდების დარბაზში არიან მოთამაშეები, რომლებსაც გუნდისთვის არაფერი განსაკუთრებული არ მიუციათ.

ლოს ანჯელესის მეორე გუნდს საკუთარი დიდების დარბაზი აქვს. კლიპერსის ისტორიაში ყველაზე დაფასებული მოთამაშეები არიან: ბილ უოლტონი, ბობ მაკადუ, მოუზეს მელოუნი, დომინიკ უილკინსი, ადრიან დანტლი, ჯამაალ უილქსი, გრანტ ჰილი.

უოლტონი აქ პორტლენდიდან გადმოვიდა და 1979-1985 წლებში რეგრესი დაეწყო.

მაკადუმ კლუბს 1972/1976 წლების პერიოდი აჩუქა და კლიპერსი იმ დროს არავის არ ახსოვდა.

მოუზეს მელოუნის კალიფორნიული ვოიაჟი ერთ სეზონში ჯდება. სამაგიეროდ, ის იყო ლეგენდა. რომელმაც კლიპერსში ერთი გაჩერებით შეიარა.

დომინიკ უილკინსიც ერთწლიანი (1994) გახდა. ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გუნდში, სადაც ისიც, ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი ეფექტური მოთამაშე დაავიწყდათ.

ადრიან დანტლის ორ სეზონსი კლიპერსმა ვერ მოუმატა და ესეც ისტორიაში დაილექა.

ჯამაალ უილქსის პერიოდი? გამოიცანით. ერთწლიანი. უილქსი დაფასებული ტიპი იყო. არ ეწეოდა არაფერს, კლიპერსში ეს იშვიათია.

და გრანტ ჰილი. ყველაზე უიღბლო ვარსკვლავი, რომელსაც სულ მცირე, პიპენის დონეზე უნდა ეთამაშა და კლიპერსში მან სულ ბოლოს შეისეირნა.

კლიპერსის დიდების დარბაზში არიან მოთამაშეები, რომლებსაც გუნდისთვის არაფერი განსაკუთრებული არ მიუციათ. ლოს ანჯელესში კავაის და მისტერ ჯორჯი იმედი აქვთ.

რომ ისინი დიდების დარბაზში ჩემპიონობით შევლენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.