უკაცრავად, თქვენი სახელი როგორ იკითხება?

ფორვარდი, რომელიც ჰიუსტონში არ ახსოვდათ და ფორვარდი, რომელიც ახალ გუნდში ახალ როლში შევიდა. სტანისლავსკის მეთოდის გარეშე. 

2017 წლის 28 ივნისს კლიპერსმა გაუშვა კრის პოლი ჰიუსტონში და კალიფორნიაში წამოვიდნენ პატრიკ ბევერლი, სემ დეკერი, დარუნ ჰილიარდი, დეანდრე ლიგინსი, ლუ უილიამსი, კაილ უიტჯერი, 2018 წლის დრაფტის პირველ წრეში არჩევის უფლება და კიდევ ერთი მძიმე კაცი, რომლის სახელს ამერიკელები სხვადასხვანაირად ამბობდნენ.

მონტრეზლ ჰარელი.

ზოგი მას მონტის ეძახის. ასე უფრო კომფორტულია. და ჰარელს ეს მოსწონს.

ზოგი მას მოუთის ეძახის. ჰარელს ეს სახელი არ მოსწონს, მაგრამ ვერაფერს ვერ ცვლის.

ზოგი მას პირდაპირ ჰარელს ეძახის და მოთამაშე არ არის წინააღმდეგი.

ზოგი მას მონტრეზლს ეძახის და სანამ ორივე სიტყვას გამართულად ამბობს, ერთი შეტევა მთავრდება. იმ შეტევას ჰარელი ამთავრებს.

ფორვარდი, რომელიც ჰიუსტონში არ ახსოვდათ და ფორვარდი, რომელიც ახალ გუნდში ახალ როლში შევიდა. სტანისლავსკის მეთოდის გარეშე. უბრალოდ, მან გააკეთა ის, რაც მთავარმა მწვრთნელმა დაავალა და გუნდისთვის ეს სასარგებლო აღმოჩნდა.

ჰარელის კალათბურთი ენერგიაა. ის ვერ თამაშობს პოზიციურ, აკადემირ კალათბურთს. ჰარელმა უნდა იომოს, ჰარელი უნდა შეასკდეს მოწინააღმდეგეს და ეს მისთვის დღის წესრიგშია. ის დიდ ენერგიას ხარჯავს და ამის გამო, დიდ დროს ვერ იღებს. იღლება.

ახალ სეზონში კავაის და ჯორჯის შემდეგ, კლიპერსის ყველაზე დატვირთული შემტევი იქნება ის, ვისი სახელიც ამერიკელებისთვის ფრედი კრიუგერზე მძიმე კოშმარი გახდა.