პოლ ჯორჯის სიზმარი

პოლ ჯორჯმა ლიგას ახალი ფორვარდის საინტერესო ჰიბრიდი მისცა - მაქსიმალურად ფრთხილი და ამავე დროს, დაუნდობელი დაცვაში.

პოლ ჯორჯმა კალათბურთი პირველად, შარშან ითამაშა.

მანამდე იყო შვიდი უიმედო სეზონი ინდიანაპოლისში, სადაც პოლმა წინასწარ იცოდა, რომ თუ მისი გუნდი ფლეი ოფში გავა, იქ მოვა უხეში ლებრონი და ყველაფერს გააფუჭებს.

შემდეგ, იყო ერთი მძიმე სეზონი ოკლაჰომაში, სადაც ჯორჯი საკაიფო კონტრაქტით და ბუნდოვანი პერსპექტივით ჩაჯდა. იქ სოლირებდა რასელ უესთბრუქი, რომელმაც ჯორჯს შესთავაზა, ან ჩემებურად, ან - აქედან დაახვიე. ჯორჯმა პირველი ვარიანტი მიიღო.

და პოლმა დაიწყო. შარშან, ჯორჯი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი იყო. ალბათ, რუდი გობერი მაინც ყველაზე კარგია, მაგრამ დაუნდობელი ფრანგის შემდეგ, საუკეთესო იყო ჯორჯი.

ცუდი და ერთფეროვანი ოკლაჰომა ჯორჯის ახალი მონსტრუაციით დაუნდობელი გახდა.

პოლ ჯორჯმა ლიგას ახალი ფორვარდის საინტერესო ჰიბრიდი მისცა - მაქსიმალურად ფრთხილი და ამავე დროს, დაუნდობელი დაცვაში.

კლიპერსში ის სიზმარში იქნება.

იდეალური მწვრთნელი დოკ რივერსი მას თავისუფლებას მისცემს და კავაი ლეონარდი ამ თავისუფლებას დაიცავს.

თუ შეამჩნიეთ, კლიპერსმა ჯორჯს კავაიზე სერიოზული კონტრაქტი გაუფორმა.

ეს ისე, ინფორმაციისთვის.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.