კავაი

ლებრონთან რომ წასულიყო, ეს იქნებოდა კევინ დიურანტის სვლა, რომელიც გადადის ძლიერში, რომ თავადაც უკეთესი გახდეს.

კალიფორნია ორად გაიყო. კალიფორნიაში სისხლიანი ქუჩური გარჩევები იწყება. ხელკეტებით, კასტეტებით, გლოკებით და ლებრონებით. ამ გარჩევებში თინეიჯერები ახალ იარაღსაც გატესტავენ - კავაი.

ყველაზე ცივსისხლიანი და უღალატო მოთამაშე. ლეონარდი შექმნა სან ანტონიოს იდეალურმა სისტემამ და ბიჭმა უნარები სხვაგან გადაიტანა. ტორონტოს გავლით, სადაც მან ცივ და სუსხიან ქალაქს ჩემპიონობა და ტკივილი დაუტოვა, ლეონარდი სახლში დაბრუნდა.

ლოს ანჯელესში ყოველთვის იყო ლეიკერსი. 16 მოგებული ფინალი, ძალიან ბევრი ვარსკვლავი მოედანზე და უფრო მეტი ვარსკვლავი ტრიბუნაზე. ეს იყო, არის და იქნება ლეიკერსი.

კლიპერსი ელ ეის ნაშთია. ის, ვინც ვერ დადის ლეიკერსზე, შეეკედლა კლიპერსს და ახალი გუნდის ღირსების დაცვა დაიწყო. კავაიმ ეს იცოდა. კავაის ჩემპიონობის მოგება დატეხილ შუშაზე გავლით სურს. ის იდეალისტია. ის მაქსიმალისტია.  

ლეონარდმა აირჩია კლიპერსი და ალბათ, სწორი არჩევანი გააკეთა.

ლებრონთან რომ წასულიყო, ეს იქნებოდა კევინ დიურანტის სვლა, რომელიც გადადის ძლიერში, რომ თავადაც უკეთესი გახდეს.

კავაიმ თავისი გზა აირჩია - გადავიდა სუსტში, რომ გააძლიეროს.

და ეს პატივისცემას იმსახურებს.