მსოფლიოს 60 ტოპ-ტალანტი: ჩაკვეტაძეც სიაშია

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta Dello Sport-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

სიაში არიან არაუმეტეს 20 წლის ფეხბურთელები. სასიამოვნოა, რომ ერთი ქართველიც მოხვდა: ბელგიური გენტის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე. 54-ე ადგილზეა ჩაკვეტაძე და გაცილებით ზემოთაც იქნებოდა, რომ არა ტრავმა...

 

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ მსუბუქად. გუნდთან ერთად სრულ დატვირთვებამდე ჯერ ადრეა. დიდი შნსია, გიორგიმ ოქტომბრის მეორე ნახევარში თამაში შესძლოს.

 

იტალიურმა გამოცემამ საუკეთესოდ ჯეიდონ სანჩო დაასახელა. მეორე-მესამეზე, შესაბამისად,  მატიის დე ლიხტი და კაი ჰავერტცი. აი, ათეულიც:

 

1. ჯეიდონ სანჩო (ინგლისი; დორტმუნდი)

2. მატიის დე ლიხტი (ჰოლანდია; იუვენტუსი)

3. კაი ჰავერტცი (გერმანია; ლევერკუზენი)

4. ვინიციუს ჟუნიორი (ბრაზილია; რეალი)

5. ჟოაო ფელიში (პორტუგალია; ატლეტიკო)

6. ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია; მილანი)

7. ფილ ფოდენი (ინგლისი; მანჩესტერ სიტი)

8. როდრიგო (ბრაზილია; რეალი)

9. რაიან სესენიონი (ინგლისი; ფულემი)

10. რაფაელ ლეაო (ბრაზილია; მილანი)




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.