ლუიზი ჩელსის დატოვებს, ინგლისს არა

ბრაზილიელი მცველის ახალი გუნდი ცნობილია

გადაწყვეტილია, რომ დავიდ ლუიზი მალე არსენალის ფეხბურთელი გახდება. ბრიტანული პრესის ცნობით, მეტოფეებმა ჩელსისთან შეთანხმებას მიაღწიეს და ბრაზილიელი ემერის გუნდში, 8 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავა. გეტყვით იმასაც, რომ 32 წლის მცველი არსენალთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და იგი ლორან კოშელნის შემცვლელი იქნება.

 

ლუიზი ჩელსიდან წასვლაზე დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდა. შარშან ზაფხულს მისი გასხვისება თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა დავიდი არისტოკრატებში კიდევ ერთი წელი დარჩა.

 

გამოცდილი მცველი ლონდონურ გუნდში 2011 წლის იანვარში ბენფიკადან გადავიდა და 2014 წელს პსჟ-ს მიაშურა. ფრანგულ გუნდში მან 2 წელი დაჰყო და ნისლიან ალბიონს დაუბრუნდა. წინა სეზონში ლუიზმა 52 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.