როხომ შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს

არგენტინელს ინგლისური გუნდი ეპატიჟება

მარკოს როხოს ევერტონი ეპატიჟება. ცნობილია, რომ ლივერპულელებს არგენტინელის დამატება 1 წლიანი იჯარით სურთ. ამ თემაზე მანკუნიელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

 

აღსანიშნავია, რომ გუნდიდან წასვლა წესით თავად ფეხბურთელსაც უნდა სურდეს, რადგან საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. ევერტონის გარდა ცენტრალური მცველით ზენიტი და გალათასარაიც არიან დაინტერესებულები.

 

როხო მანჩესტერში 2014 წლის ზაფხულში სპორტინგიდან გადავიდა. თავიდან მან კარგად დაიწყო და მანჩესტერის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა შემდეგ ტრავმებმა მის კარიერას ძალიან შეუშალა ხელი. წინა სეზონში როხომ მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.