დაცვის გასაძლიერებლად არსენალს რამდენიმე საათი დარჩა

დღეს, 8 აგვისტოს, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება...

არსენალი ყველაფერს აკეთებს, რათა დაცვა გააძლიეროს. ბრიტანულ პრესაში იწერება, რომ მეთოფეები ცდილობენ სელტიკის მარცხენა მცველი კირა ტირნი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაიფორმონ. შოტლანდიელები 22 წლის ფეხბურთელს 25 მილიონ გირვანქად აფასებენ.. 


სელტიკის მთავარ მწვრთნელს, ნეილ ლენონს ჟურნალისტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს


"არსენალის წინადადება ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. თუ ისინი შესაფერისი წინადადებით მოვლენ და კირენი წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ ფეხბურთელს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ", - თქვა ლენონმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.