ბალოტელი ახალ გუნდს უახლოვდება

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბალოტელი გუნდის ისტორიაში პირველი იტალიელი ფეხბურთელი იქნება

არახალია, რომ მარიო ბალოტელით ფლამენგოა დაინტერესებული. მეტიც, ბრაზილიური გუნდის ხელმძღვანელები ფორვარდთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დიდი ალბათობით მარიო ფლამენგოს მაისურს მოირგებს.

 

სამხრეთ ამერიკელები 28 წლის ფეხბურთელს 2.5 წლიან კონტრაქტს და წელიწადში 4 მილიონ ევროს სთავაზობენ. ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ მარიო ფლამენგოში გადაბარგდება, იგი გუნდის ისტორიაში პირველი იტალიელი ფეხბურთელი იქნება.

 

ბალოტელი ბოლოს მარსელში თამაშობდა. მანამდე იყო ინტერი, სიტი, მილანი, ლივერპული  და ნიცა. წინა სეზონში ფეხბურთელმა 25 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.