არ ჰყავთ მგლები და ჰყავთ გლები

სად არის ბელარუსი ალექსანდრ გლები? ჩვენთვისაც აქტუალურია, რადგან ბელარუსი საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება გაისად მარტში, ერთა ლიგის ნახევარფინალში. 

გლები ბელარუსის მარადმწვანე ჩემპიონ ბატე–დან ქვეყნის სხვა გუნდში გადავიდა – ისლოჩში.

 

გლები უკვე 38 წლისაა, ბატე–ში მუდმივად არ ათამაშებდნენ, მაგრამ იმხელა სახელი აქვს, რომ ნაკრებში მუდმივად პრაქტიკა აქვს. ანუ, ის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ალბათ, სანამ კლუბში რამდენიმე წუთი თამაში მაინც შეეძლება, ნაკრებშიც სულ იქნება.

 

გლებს საუკეთესო სეზონები შტუტგარტსა და არსენალში ჰქონდა. ბარსელონაშიც გახლდათ. დამოუკიდებლობის პერიოდში, ბელარუსს გლების დონესთან მიახლოებული ფეხბურთელიც არ ჰყოლია.   




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.