ყატარი: მუშური პროტესტი

ყატარული მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო სკანდალები არ წყდება

ყატარული მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო სკანდალები არ წყდება. ჯერ იყო და, უეფას ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი ამხილეს საეჭვო გარიგებაში. დააკავეს კიდეც ორგანიზატორი ქვეყნის ჩინოვნიკებთან კორუფციულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის გამო.


აღმოჩნდა, რომ 2010 წელს პლატინიმ, მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ყატარის მთავრობას, კერძოდ ამირ ტამიმ ალ ტანის შეახვედრა. სარკოზიმ  ამირს სთხოვა პარი სენ ჟერმენი ეყიდა და სპორტული ტელეარხი დაეფუძნებინა, სანაცვლოდ კი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდა. ეს ვერსია შარშან ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმაც დაადასტურა.

ყატარმა მასპინძლობის უფლებისათვის ჭიდილში აშშ-ს, იაპონიას, კორეასა და ავსტრალიას „აჯობა.“ ანტიკორუფციულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მოტივით, რიგმა ჩინოვნიკებმა ყატარელების მხარე დაიჭირეს.

მაშინვე დაიწყო საუბარი მონდიალის სხვა ქვეყანაში გადატანის შესახებ.

მეორე - მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში უნდა გაიმართოს, რადგან ზაფხულში ყატარში ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს სცდება და ამ დროს ფეხბურთის თამაში კი არა, ქუჩაში გასვლაც სახიფათოა.

 



პლუს, ეროვნული ჩემპიონატები და ევროთასების გათამაშება უნდა შეწყდეს. როგორი იქნება შემდეგ კლუბების და ფეხბურთელების მდგომარეობა, აირევა თუ არა კალენდრები... მოკლედ, სრული ქაოსია.

გუშინ კი სპორტულმა გამოცემებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებაც დაწერეს. საქმე სტადიონების მშენებლობას ეხება. მუშები ქუჩაში გავიდნენ და მასობრივი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი არსებულ პირობებს მონურს უწოდებენ და მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

პირველად ისინი საპროტესტოდ წლეულს აპრილში გამოვიდნენ. მათ ვერ გაეგოთ, როცა ყატარში კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მილიონებს ხარჯავენ, ელემენტარულ პირობებს ვერ უქმნიან ხალხს, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის დიდ ზეიმს ამზადებენ. ბევრი მუშა დაშავდა ან დაუღუპა მშენებლობაზე. სხვადასხვა წყარო დაღუპულთა განსხვავებულ რაოდენობას ასახელებს, ამიტომ ზუსტი ციფრებით სპეკულირება, ალბათ არ ღირს. ფაქტია, რომ უამრავი ადამიანი ემსხვერპლა მშენებლობას.

 



და აი, 4-5 აგვისტოს მუშები ისევ გავიდნენ საპროტესტოდ. ქუჩები გადაკეტეს და თავისი სიმართლის მტკიცება დაიწყეს.

საათში 1 დოლარად მუშაობა ნორმალურია? ასეთ კითხვებს უსვამდნენ მუშები უფროსებს. საშუალოდ ეს თანხა დოლარზე ნაკლებია. დღის განმავლობაში მუშა დაახლოებით 6 დოლარს გამოიმუშავებდა. ყატარში მშენებლობებზე დაახლოებით 28 ათასი ადამიანი მუშაობს. მათი უმეტესობას ნეპალელი და ინდოელი მიგრანტები შეადგენენ.

ამერიკელი ჟურნალისტის,  ადამ მილშტეინის ინფორმაციით, მუშების პირობები მართლაც ექსტრემალურია. 6 დოლარად ისინი 18 საათს მუშაობენ 50 გრადუს სიცხეში.

პლუს მათ გაუფილტრავ სასმელ წყალს აძლევენ, რომელიც სიცოცხილისთვის სახიფათოა. მილშტეინის თქმით, დღეში მინიმუმ ერთი მუშა იღუპება სხვადასხვა მიზეზით. ასე რომ, მონდიალის დაწყებამდე კიდევ დაახლოებით 4 ათასი მუშა დაიღუპება.

მილშტეინი შექმნილ სიტუაციაში სერიოზულ პრობლემას ხედავს და ამბობს, რომ სპონსორები და ინვესტორები უნდა დაფიქრდნენ, ღირს კი მილიონების ჩადება პროექტში, სადაც ყოველდღე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. როგორც მორალურ, ასევე იურიდიულ ასპექტში. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.