პროგნოზი: ლივერპული-ნორვიჩი 

პრემიერლიგა ვიცე-ჩემპიონისა და დაბრუნებული გუნდის მატჩით დაიწყება 

ლივერპული-ნორვიჩი 

დრო: 9 აგვისტო, პარასკევი, 23:00 საათი 


მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისელი, 34 წლის)


სტადიონი: ენფილდი (ლივერპული, ინგლისი)


სატურნირო მდგომარეობა


პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონს ვიცე-ჩემპიონის, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლივერპულის და პრემიერლიგაში დაბრუნებული ნორვიჩის დაპირისპირებით გაიხსნება. 


წინა სეზონში, მერსისაიდელებმა ინდივიდუალურად საუკეთესო, პრემიერლიგის ისტორიაში კი მესამე შედეგი აჩვენა. 97 ქულის დაგროვებით, იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ მანჩესტერ სიტის, ისიც მინიმალური სხვაობით ჩამორჩა. ლივერპულზე უკეთესი შედეგი სწორედ ქალაქელებმა აჩვენეს და ეს ბოლო ორ სეზონში მოახერხეს - 98 და 100 ქულა. ლივერპულმა წინა სეზონში 89 გოლი გაიტანა, რაც მეორე შედეგია და ყველაზე ცოტა - 22 გაუშვა. გერმანელის გუნდმა 30 მატჩი მოიგო, 7 ფრედ ითამაშა და ერთადერთი წააგო, ისიც მომავალ ჩემპიონ მანჩესტერ სიტისთან. 


ნორვიჩი სამწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნდა. ყვითლებმა წინა სეზონში ჩემპიონშიფში ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი მოირგეს და გათამაშება 94 ქულითა და პირველი ადგილით დაასრულეს.

 

ნორვიჩმა 27 მატჩი მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 6-ში დამარცხდა, ბურთების შეფარდება - 93:57. 


სათამაშო ფორმა 


სეზონის ბოლო მატჩი ლივერპულს ისეთი გამოუვიდა, უკეთესს ვერც ინატრებდა - ჩემპიონთა ლიგის მოგებული ფინალი (2:0) ტოტენჰემის წინააღმდეგ. 


წინასასეზონოდ ლივერპულმა 9 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, 3 მოიგო (ლიონი, ბრედფორდი, ტრენმერი), 3 წააგო (სევილია, დორტმუნდი, ნაპოლი) და ერთი ფრედ დაასრულა (სპორტინგი).  


პირველი ოფიციალური მატჩი ამ სეზონში ლივერპულმა უკვე ჩაატარა და მანჩესტერ სიტისთან ინგლისის სუპერთასზე პენალტების სერიაში (4:5, 1:2) დამარცხდა. 


ლივერპულს შინ 38-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 


ლივერპულმა ბოლო 9 ოფიციალურ მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა. 


ლივერპულმა პრემიერლიგაში ბოლო 7 მატჩიდან 6-ში ორივე ტაიმი მოიგო. 


ლივერპულმა პრემიერლიგაში ბოლო 7 შეხვედრიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა. 


ნორვიჩს ოფიციალური მატჩი თებერვლის შემდეგ არ წაუგია, მას მერე გუნდმა 14 შეხვედრა ჩაატარა და 10 მოიგო. 


ზაფხულში ნორვიჩმა 6 მატჩი ჩაატარა - 3 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი.

 


ურთიერთშეხვედრები 


ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ 64-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 35 მატჩი ლივერპულმა მოიგო, 15 ფრედ დასრულდა, 14-ში კი გამარჯვება ნორვიჩმა შეძლო. 


ნორვიჩმა ლივერპულს ბოლოს 1994 წლის 30 აპრილს, პრემიერლიგაში, (1:0) მოუგო. მას მერე გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ 2 შეხვედრა დასრულდა ფრედ.


გუნდების ბოლო დაპირისპირება დასამახსოვრებელი გამოვიდა. დრამატულ, უხვგოლიან შეხვედრაში ლივერპულმა 95-ე წუთზე, ადამ ლალანას მიერ გატანილი გოლით - 5:4 იმარჯვა. 


ლივერპულმა ნორვიჩს ბოლო 7-დან 6 მატჩი მოუგო და ყველა ამ მატჩში სულ მცირე 3 გოლი გაუტანა. 
 


ფაქტები მატჩის შესახებ


ლივერპულს ბოლო 6 გახსნითი ტურის მატჩიდან არცერთი წაუგია (5 მოგება, 1 ფრე).


წინა სეზონში საშინაო არენაზე ლივერპულმა 19 მატჩი ჩაატარა და არცერთი წაუგია - 17 მოგება, 2 ფრე. 

ახლადდაწინაურებული გუნდების წინააღმდეგ ლივერპულს ზედიზედ 11 მატჩი აქვს მოგებული, აქედან 10 ორბურთუიანი უპირატესობით. 


ნორვიჩის მიერ ჩემპიონშიფში დაგროვებული 94 ქულა ბოლო ათ წელიწადში მეოთხე შედეგი იყო. 

სადიო მანეს პრემიერლიგაში ახლადდაწინაურებული კლუბების წინააღმდეგ 6 გოლი აქვს გატანილი, თუმცა მისი ნორვიჩთან თამაში საეჭვოა. 


ნორვიჩის თავდამსხმელ ტიმუ პუკის ჩემპიონშიფში 43 მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი, აქედან 75.86% მარჯვენა ფეხით. 


წინა სეზონში, ლივერპულმა იმ მატჩების 89.47% მოიგო, რომელიც ფავორიტის რანგში დაიწყო. ეს პრემიერლიგაში მეორე შედეგია. 


ლივერპულმა წინა სეზონი პრემიერლიგაში მიჯრით 8 მოგებით დაასრულა, აქედან 5-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო. 

 

 

დანაკლისი


ლივერპული: ნათანიელ კლაინი, სადიო მანე, ჯეიმს მილნერი


ნორვიჩი: ტიმ კლოზე, კრისტოფ ზიმერმანი, ალექსანდერ ტეტი, ლუის ტომპსონი. 

 

სავარაუდო შემადგენლობა

ლივერპული: ალისონი - რობერსტონი, ვან დეიკი, გომესი, ალექსანდერ-არნოლდი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი - ორიჯი, ფირმინო, სალაჰი.


მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია).


ნორვიჩი: ფარმანი - აარონსი, გოდფრეი, კლოზე, ლუისი - ვრანჩიჩიო, ტრიბული - ბუენდია, შტიპერმანი, ერნანდესი, პუკი.


მთავარი მწვრთნელი: დანიელ ფარკი (გერმანია).  


პროგნოზი 


ჩემპიონთა ლიგის მომგებმა ლივერპულმა, რომელსაც პრემიერლიგაში პირველ ტრიუმფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, გუნდის მთავარი შემადგენლობა შეინარჩუნა და სუპერთასის მატჩში აჩვენა, რომ კვლავაც კონკურენტუნარიანი ძალა იქნება. ლივერპულმა სიტის ბურთის ფლობაშიც კი აჯობა, რაც დღეს თითქმის ყველა მეტოქისთვის წარმოუდგენელია, კარში დარტყმებსა და სხვა სტატისტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. 


წინა სეზონში ლივერპულს ენფილდზე არ წაუგია. შინ ჩატარებული მატჩების მიხედვით, იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონატში მეორე იყო. 


იურგენ კლოპმა გუნდში მისვლის შემდეგ, ლივერპულში შთამბეჭდავი პროგრესი მოახდინა, კლუბი ევროპული ფეხბურთის ელიტაში დააბრუნა და მწვერვალზეც აიყვანა, უტიტულო და წამგები მწვრთნელის სტატუსიც ჩამოიშორა და ახლა მთავარ აქცენტს პრემიერლიგაზე გააკეთებს. იმისათვის, რომ, ისეთ დომინანტ გუნდს, როგორიც მანჩესტერ სიტია, დაცული ტიტული წაართვა, ყველა მატჩი უნდა მოიგო! გერმანელი სპეციალისტი ამას შესანიშნავად აცნობიერებს და პირველივე ტურებიდან მოგებების დაგროვებას შეეცდება, თანაც მის გუნდს პრემიერლიგაში ახლადდაბრუნებული მეტოქე ჰყავს, რომელთანაც უხვგოლიან მატჩებს აწყობს ხოლმე. 

 

ლივერპული მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით მოიგებს @1.42


მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.40