შეცდომები, უიღბლობა და მეტოქის კლასი - დინამო ფეიენოორდთან უძლური აღმოჩნდა 

როტერდამის ღამის კოშმარი 

იმედები, რომ როტერდამის ფეიენოორდი ჩვეულებრივისგან განსხვავებით ცუდ ფორმაშია, რომ თუ კი სლოვაკურმა ტრენჩინმა ჰოლანდიელებს 4:0 მოუგო ეს ჩვენც ხელგვეწიფებოდა, როტერდამში დასრულებული მატჩით გაცრუვდა.


არა, თბილისის დინამო ნამდვილად კარგ ფორმაშია და პირველი ორი საკვალიფიკაციო ეტაპიც დამაჯერებლად განვლო, თუმცა იმ დიდებული გამარჯვებიდან 38 წლის შემდეგ, ქართულ და ჰოლანდიურ ფეხბურთს შორის რომ უდიდესი სხვაობაა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. 


გარდა მეტოქის კლასისა, ფეიენოორდთან - 0:4 მარცხი თბილისელთა დაცვაში არაზუსტმა მოქმედებებმა და უიღბლობამაც გამოიწვია. 


თითქმის სრულად სავსე დე კუიპზე, პირველ ნახევარში დინამო სტატისტის როლში იყო. ჩისკოს გუნდი იბრძოდა, მეორე ნომრად თამაშობდა და მხოლოდ მასპინძელთა იერიშების მოგერიებით იყო დაკავებული. ეს საქმე ლურჯ-თეთრებს წარმატებულად იქამდე გამოსდიოდათ, ვიდრე შეუთანხმებელი მოძრაობების შემდეგ, ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სინისტერა ხელსაყრელ პოზიციაში არ დარჩა და ანგარიში გახსნა. 


მეორე ნახევარი დინამომ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან შენგელიას გარეშე დაიწყო, ვინც შესაცვლელი გახდა და მის ნაცვლად მოედანზე აკაკი შულაია შემოვიდა.


მეორე ტაიმის სტარტი თბილისელებისთვის შედარებით უკეთესი იყო. მათ ცოტა ხნით ბურთიც დაიჭირეს, რამდენიმეჯერ კარგადაც შეუტიეს და კარში ზუსტადაც დაარტყეს. 


დინამოსთვის იდეალური ანგარიშის შენარჩუნება იქნებოდა, ყველაფერიც ამისკენ მიდიოდა და დროც ძალიან ცოტა რჩებოდა, როცა ის უიღბლობა დაიწყო, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. 


შენგელიას შემცვლელმა შულაიამ სამ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 79-ზე მოედანი დატოვა. მის მირ აღებულ ჯარიმას ჩაწოდება და დავით კობოურის ავტო-გოლი მოჰყვა. ქართული გუნდი მოიშალა, ფეხბურთელები აზრზე მოსვლას ვერ ახერხებდნენ და 6 წუთში კიდევ ორი გოლი მიიღეს - ჯერ ბერგუისის 11-მეტრიანით, მერე კი ნარსინგის დასწრებაზე ზუსტი თამაშით. 


ამ მძიმე მარცხის შემდეგ, დინამომ 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მიზერულამდე დაიყვანა. თბილისური კლუბისთვის კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია ის არის, რომ საპასუხო შეხვედრა დინამო არენაზე დიდი ალბათობით უმაყურებლოდ ჩატარდება. დინამო გულშემატკივრების რასისტული ბანერის გამო დაისაჯა, როგორც შევიტყვეთ, კლუბმა UEFA-ში სანქცია უკვე გაასაჩივრა, შედეგს კი მაქსიმუმ ხუთ დღეში გავიგებთ. 


ფეიენოორდი-დინამო 

 

1:0 სინისტერა (43), 2:0 კობოური (ა.გ, 82), 3:0 ბერგუისი (პ, 85), 4:0 ნარსინგი (88)

 

დინამო: პერალესი - რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე - კუხიანიძე (ქარდავა, 77), პაპავა, ნინუა - შენგელია (შულაია, 46), კუტალია, ქავთარაძე (კარიკარი, 87).




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.