ზვერევი - ბასილაშვილი - ჰამბურგი გაგვახსენდა

შეხვედრის ბედი ტაი-ბრეიკში გადაწყდა

მონრეალის მასტერსზე ბასილაშვილისა და ზვერევის შეხვედრა კვლავინდებურად ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პირველი ორი სეტი მოთამაშეებმა იდენტური ანგარიშებით (7:5) გაცვალეს. ჰამბურგის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც ემოციების ზღვა იყო, ბრეიკები, "ვინერსები" თუ დაბრუნებული ბურთები...

 

მესამე სეტიც დასაწყისში ისეთივე იყო, როგორც გერმანიაში. ზვერევმა ბრეიკით უპირატესობა დასაწყისშივე მოიპოვა, თუმცა ჩვენებურმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. 

 

მონრეალში ჰამბურგისგან განსხვავებული რაც გამოდგა, ეს შედეგია. სამწუხაროდ, ამჯერად, ბასილაშვილი 7:5 დამარცხდა და გათამაშებას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა. 

 

გახარებული ზვერევი გამარჯვების შემდეგ ბედნიერებისგან კორტზე წამოწვა. ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოს მეექვსე ჩოგანს ქართველის დამარცხება ასე ახარებს...