გასკოინი: უკან იხრები და პირში ალკოჰოლს გასხამენ

ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

1996 წელს, ინგლისის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თავად მასპინძლობდა ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებთან პენალტებში წააგო. ჯგუფურ ეტაპზე, ინგლისელებმა შოტლანდიას 2:0 მოუგეს, ერთ-ერთი გოლი კი პოლ გასკოინმა გაიტანა, რომელმაც შემდეგ ორიგინალურად იზეიმა.

 

რუბრიკაში ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის იმ ეპიზოდს გავიხსენებთ:

 

„სეზონის ბოლოს, ჩემპიონატის დაწყებამდე ჰონგ-კონგში გავემგზავრეთ. ცოტას ვვარჯიშობდით, თან ჩემი დაბადების დღეც დაემთხვა და... კლუბში შევედით, მივიხედ-მოვიხედეთ, გვაინტერესებდა სხვები როგორ ერთობოდნენ. სტომატოლოგის მსგავსი სკამი იდგა - შენ ამ სკამზე ჯდებოდი, უკან იხრებოდი და ბარმენი პირში ალკოჰოლს გასხამდა. მე ცოტა დავთვერი.

 

მერე საიდანღაც პრესა გამოჩნდა, სურათები გადაგვიღეს და ეს ყველაფერი გაზეთებში დაბეჭდეს, სათაურებით: „მოაშორეთ ის ამ ტურნირს“, „ის მზად არ არის“. ერთი გზა მქონდა დარჩენილი, მოედანზე უნდა დამემტკიცებინა ჩემი ძალა. სანამ თამაშზე გავიდოდით, ბიჭებს ვუთხარი: ბიჭებო, ვინც არ უნდა გაიტანოთ გოლი, როდესაც იზეიმებთ, უკან გადაიხარეთ, თითქოს სტომატოლოგის სკამზე ზიხართ და ვიღაცა თავზე სასმელს გასხამთ. ეს პრესისთვის მინდოდა გამეკეთებინა - ირონია იყო. ვფიქრობდი, ეს იმის ჩვენება იქნებოდა, რომ ისინი არასწორად მოიქცნენ“.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.