კარმელო ენტონის მაჯა

ენტონიმ ვერასოდეს ვერ მოიგო ინდივიდუალური პრიზი. ის არასაკმარისად კარგი იყო.

კარმელო ენტონიზე აუცილებლად უფრო ვრცლად გავისაუბრებთ. მოთამაშემ ეს დაიმსახურა. მოთამაშემ მისაღები უნდა მიიღოს. ჩვენგან მაინც უნდა მიიღოს. კარმელო კევინ დიურანტის შემდეგ ყველა დროის უძლიერესი შემტევი იყო.

ვარსკვლავი, რომელიც ბურთს იღებდა და ეგრევე სასროლად იწეოდა. და ენტონის შეჩერება შეუძლებელი იყო. კარმელო ცივსისხლიანი მხეცი იყო.

ვარსკვლავი, რომელიც არ ფიქრობდა დაცვაზე და გუნდის ინტერესებზე, თუ ეს ბოლო წამებზე დაცვაში ჩაჯდომას, თავისი კაცის ბოლომდე დაჭერას გულისხმობდა.

ეს, უბრალოდ, არ იყო ენტონის კალათბურთი. კარმელომ არ იცოდა ტერმინი „დაცვა“.

და როდესაც შეეხებიან მის საოცრად შედეგიან კარიერას, ყველას ეს სტატისტიკა გაახსენდება - 24.0 (25 551) ქულა. ძალიან მაგარი შედეგი ძალიან მძიმე ეპოქაში, როდესაც ლებრონის, კობი ბრაიანტის და დიურანტის გარდა, ქულების აღება ყველასთვის პრობლემა იყო.

და ენტონი ვერ გახდა ჩემპიონი. მის გუნდს ყოველთვის აკლდა ხასიათი.

ენტონიმ ვერასოდეს ვერ მოიგო ინდივიდუალური პრიზი. ის არასაკმარისად კარგი იყო.

ენტონიმ დაგლიჯა ამერიკის ნაკრებში თამაშის დროს და ეს სულ სხვა ისტორიაა. ამას ჩვენ დავაფასებთ.

კარმელოს შედეგიანი და უშედეგო კარიერა ჰქონდა. ვინმე სხვაგვარად ფიქრობთ?