ყაზაიშვილი საუკეთესოა - ვაკო MLS-ში ისევ აღიარეს

ქართველი შემტევი ამერიკის ჩემპიონატში გამოარჩიეს 

 

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი აღიარება ამერიკაში - საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი MLS-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 


სან ხოსეს ქართველმა ლიდერმა წინა თვეში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. 


სან ხოსე კარგ ფორმაშია, წინა სეზონის ბოლოადგილოსანი გუნდი მიმდინარე გათამაშებაში დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს და ეს მეტწილად სწორედ 26 წლის ფეხბურთელის დამსახურებაა. 


ამ სეზონში ყაზაიშვილის ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 4 გოლე პასია. ვაკოსა და გურამ კაშიას გუნდს შემდეგი 11 აგვისტოს კოლორადო რაპიდსთან ელის. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.