ენდი ქეროლი სახლში დაბრუნდა  

გამოცდილი თავდამსხმელი მშობლიურ გუნდს შეუერთდა 

 

ინგლისელი თავდამსხმელი ენდი ქეროლი მშობლიურ კლუბ ნიუკასლიში დაბრუნდა. 


30 წლის თავდამსხმელს ვესტ ჰემთან კონტრაქტი დაუმთავრდა და კაჭკაჭებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, სადაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 


"ამ კლუბს არამარტო კარგად ვიცნობ, არამედ მისი ქომაგიც ვარ, ისევე, როგორც მთელი ჩემი ოჯახი. მიხარია იქ დაბრუნება, საიდანაც კარიერა დავიწყე",-თქვა ქეროლმა


ქეროლი ნიუკასლის აკადემიის გაზრდილია და მთავარ გუნდში 2006-11 წლებში ირიცხებოდა. მან თავის დროზე ლივერპულსა და პრესტონშიც ითამაშა და ინგლისის ლიგის თასიც მოიგო. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.