ზლატანი: MLS ნამდვილი განავალია  

იბრაჰიმოვიჩი ამერიკის ჩემპიონატის სისტემას აკრიტიკებს 

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ის კრიტიკას აგრძელებს. ლოს ანჯელეს გალაქსის თავდამსხმელს ამჯერად ჩემპიონატის ჩატარების ფორმატი არ მოსწონს. 


"MLS-ის სისტემა ნამდვილი განავალია. როგორ უნდა ვიზრუნოთ კლუბში გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე, როცა კლუბის მთავარი მიზანი ფლეი-ოფში მოხვედრაა.


წესით, ყველა მატჩის შედეგს მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ MLS-ში შესაძლოა მეშვიდე ადგილზე გახვიდე, მაგრამ ფლეი-ოფში მოიგო და ჩემპიონი გახდე",-ამბობს იბრა. 


MLS-ში ორი კონფერენციაა, რომელშიც 12-12 გუნდი გამოდის, 7-7 მათგანი კი საფლეიოფო სისტემით ერთმანეთს უპირისპირდება და ჩემპიონს ავლენს, ისევე როგორც NBA-ში