ევროპის ლიგის საუკეთესო სამეული 

უეფამ ნომინანტები გამოავლინა 

 

უეფამ ევროპის ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები გამოავლინა. 


რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე საუკეთესოობისთვის მადრიდის რეალის და ლონდონის ჩელსის ფეხბურთელები შესაბამისად ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი და ოლივიე ჟირუ იბრძოლებენ. 


აზარმა წინა სეზონი არისტოკრატებში, იოვიჩმა კი ფრანკფურტის აინტრახტში გაატარა, ორივე მათგანი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას სამეფო კლუბს შეუერთდა. 


აზარმა და ჟირუმ ერთად ტურნირის მოგება მოახერხეს, ეს უკანასკნელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა (11 გოლი), იოვიჩი კი გერმანულ კლუბთან ერთად ნახევარფინალამდე გავიდა და 10 ბურთი შეაგდო.