ჩემპიონთა ლიგის 12 რჩეული  

უეფამ ოთხ პოზიციაზე 3-3 ნომინანტი გამოავლინა 

 

უეფამ ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის საუკეთესოთა დაჯილდოებისთვის ნომინანტები დაასახელა. 


ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ თითოეულ სათამაშო პოზიციაზე 3-3 ფეხბურთელი გამოავლინა. 


მეკარეები: ალისონ ბეკერი (ლივერპული/ბრაზილია), უგო ლორისი (ტოტენჰემი/საფრანგეთი), მარკ ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა/გერმანია). 


მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული/ინგლისი, ჰოლანდია), მატიას დე ლიხტი (აიაქსი, იუვენტუსი/ჰოლანდია).


ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (აიაქსი,ბარსელონა/ჰოლანდია), კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი/დანია), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული/ინგლისი).


თავდამსხმელები: სადიო მანე (ლივერპული/სენეგალი), ლიონელ მესი (ბარსელონა/არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი/პორტუგალია).