კაგავა ქართველთან ერთად ითამაშებს

იაპონელი ნახევარმცველი შინჯი კაგავა სარაგოსაში გადავიდა და გიორგი პაპუნაშვილთან ერთად ითამაშებს.

30 წლის კაგავა დორტმუნდს ეკუთვნოდა და ბოლო ექვსი თვე თურქულ ბეშიქთაშში იყო განათხოვრებული, სადაც 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

 

კაგავას ორჯერ აქვს მოგებული ბუნდესლიგა და ერთხელაც – ინგლისის პრემიერლიგა, როცა მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა. სხვა ტიტულებიც აქვს, მათ შორის, ინდივიდუალურიც: 2012 წელს სულაც აზიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.