მანჯუკიჩი პრემიერლიგაში არა, მაგრამ...

ძველ-ახალი ვარიანტი...

საბოლოოდ, მარიო მანჯუკიჩმა მის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის მანჩესტერს მხოლოდ მადლობა გადაუხადა. ხორვატ ფეხბურთელს ტურინული გუნდის დატოვება არ სურს, დანებების ნაცვლად, ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლას აპირებს, თუმცა იუვენტუსს მის შესახებ სხვა გეგმა აქვს...

 

ბებერი ქალბატონის რადარზე ბაიერნის ვარიანტი გამოჩნდა. მიუნხენური გრანდი გერმანიაში, დორტმუნდთან ერთად, ის კლუბია, რომელსაც მარიოს ხელფასის გადახდა შეუძლია - მისი კონტრაქტი კი 2021 წლამდეა გათვლილი. მანჯუკიჩი რეკორდმაისტერში 2012-14 წლებში უკვე თამაშობდა, მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, თანაც, რობერტ ლევანდოვსკის მეტი, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე კონკურენტი არავინ ეყოლება...

 

ბაიერნს კი გაძლიერება ნამდვილად სჭირდება...

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.