Red Hot Chili Peppers ნურმაგომედოვი-პოირიეს ბრძოლის წინ

აბუ დაბი ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს

UFC  242- ის გრანდიოზული ღონისძიება უკვე დაგეგმილია. დაუმარცხებელი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, არაბეთის გაერთიანებული საამირეობის დედაქალაქ, აბუ დაბიში, დასტინ პოირიეს დაუპირსპირდება. UFC- ისთვის ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ღონისძიებამ ცენტრალურ აღმოსავლეთში გადანაცვლა და ეს არ იქნბა ბოლო შემთხვევა, აბუ დაბი მომავალი 5 წლის მანძილზე კიდევ უმასპინძლებს მნიშვნელოვან ბრძოლებს.

 

მომავალი ღონისძიებისთვის დედაქალაქი საზეიმოდ ემზადება, მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი, მაინც ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის, ‘Red Hot Chili Peppers’’- ის კონცერტია, რომელიც ბრძოლამდე 2 დღით ადრე, 5 სექტემბერს გაიმართება.

 

UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაითი, პეპერსების ერთგული მსმენელია, ამასთან ერთად, ჯგუფის ვოკალისტი, ენტონი კიდისი, UFC-ის დიდი გულშემატკივარია. ასე, რომ სექტემბრის პირველი კვირეული, აბუ დაბიში საინტერესოდ დატვირთული იქნება, 7 სექტემბერს კი ბრძოლით დაგვირგვინდება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.