ჩემპიონთა ლიგა 2018/19: საუკეთესო გოლი (VIDEO)

უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე წინა სეზონის საუკეთესო გოლი გამოვლინდა 

ფეხბურთის გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინეს. გამოკითხვაში გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა, რომელმაც პირველ ნახევარფინალში ლივერპულს ბრწყინვალე საჯარიმო გაუტანა.


ბარსელონას კაპიტანმა ალისონის კარი 25 მეტრიდან აიღო, ბლაუგრანას მაისურით 42-ე საჯარიმო და კარიერაში მე-600 გოლი გაიტანა. 


მესიმ გამოკითხვაში არიენ რობენს (ბენფიკასთან), ივან რაკიტიჩს (ტოტენჰემთან) და კრიშტიანუ რონალდუს (მანჩესტერ იუნაიტედთან) აჯობა. 

 


არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონში 10 მატჩში 12 გოლი გაიტანა და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მესიმ ევროპის ოქროს ბუციც მოიგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.