გვარდიოლა: სანე? არასდროს უთქვამს წასვლა თუ უნდა

არადა, გერმანულმა პრესამ ყველაფერი გადაწყვეტილიაო

ლეროი სანეს მომავალი ისევ გაურკვეველია. ტრავმას არ  ვგულისხმობთ, ჯვარედინი მყესები დაიზიანა და მინიმუმ 6 თვეს იუქმებს, არამედ ბაიერნში ტრანსფერს. გერმანული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელმა რეკორდმაისტერში გადასვლაზე  თანხმობა განაცხადა, თუმცა ამას გვარდიოლა არ ადასტურებს

„იმედი მაქვს, სანე თებერვალში ან მარტში დაბრუნდება. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ორგანიზმს ტრავმასთან ბრძოლის მეტი რესურსი აქვს. საუკეთესო ექიმების ხელშია და ოპერაცია მომავალ კვირაშია ჩანიშნული.

 

ბაიერნის ინტერესი? ის ჩვენი ფეხბურთელია და არასდროს უთქვამს წასვლა თუ უნდა“, - თქვა პეპმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.